პსჟ-ის ფანები ცდილობდნენ ბარსელონას ფეხბურთელებს არ დაეძინათ
დღეს ჩემპიონთა ლიგის მოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ბარსელონა" სტუმრად "პსჟ"-ს დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბის ულტრასებს თავიდანვე გაცხადებული ჰქონდათ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ბარსას ფეხბურთელებს თავი მტრულ გარემოში ეგრძნოთ.
საინფორმაციო სააგენტო CL Press-ის ცნობით, დაახლოებით დილის 4 საათზე, პარიზული კლუბის გულშემატკივრებმა ფოიერვერკი იმ სასტუმროსთან მოაწყვეს, სადაც ბარსელონას ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი იმყოფებოდნენ. ამ ხერხით ულტრასები ცდილობდნენ, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, კატალონიელებს არ დაეძინათ.
ბარსელონასა და პსჟ-ის უკანასკნელი ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 2021 წელს შედგა. მერვედფინალის ორმატჩიან დუელში ფრანგებმა 5:2 გაიმარჯვეს. პირველ შეხვედრაში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, კილიან მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.