Belive

ლუის სუარესი: "მის მაგივრად არ ვისაუბრებ, თუმცა მესი 2026 წლის მსოფლიოზე თამაშს აპირებს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ურუგვაელმა და ამჟამად "ინტერ მაიამის" ფორვარდმა - ლუის სუარესმა, კარიერის დასრულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და საინტერესო ფაქტი გააჟღერა.

"კარიერის დასრულება? ლეო მესის აქვს სურვილი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან ერთად ითამაშოს...

მესის შესახებ მე ბევრს არ ვისაუბრებ, თუმცა მის სათქმელსაც მე გეტყვით, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებთ და ჩვენ ამ კლუბთან ერთად ხანგრძლივი გეგმა გვაქვს" - ლუის სუარესი

ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრებისა და ფეხბურთის ლეგენდაა. მას მშობლიურ ნაკრებში 143 მატჩი აქვს ჩატარებული, რა პერიოდშიც 69 გოლი გაიტანა.

38 წლის ფორვარდი "ინტერ მაიამიში" 2023/2024 წლების სეზონიდან თამაშობს. მას 50 მატჩი დაუგროვდა, სადაც 29 გოლის გატანა და 18 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები