Belive

მარტის ამხანაგური მატჩები | დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ, ამხანაგური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია, მაგალითისთვის, კატალონიის ბარსელონას მეკარე - ჟოან გარსია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში შანსი პირველად მიიღო.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის

მეკარეები - უნაი სიმონი, დავიდ რაია, ალექს რემირო, ჟოან გარსია

დაცვა - მარკოს ლორენტე, პედრო პორო, აემერიკ ლაპორტი, პაუ კუბარსი, დინ ჰუისენი, კრისტიან მოსკერა, მარკ კუკურელია, ალექს გრიმალდო

ნახევარდაცვა - როდრი, მარტინ ზუბინემდი, პედრი, პაბლო ფორნალსი, კარლოს სოლერი, დანი ოლმო, ფერმინ ლოპესი.

თავდასხმა - იერემი პინო, ალექს ბაენა, ანდერ ბარენეჩეა, ვიქტორ მუნიოსი, მიკელ ოიარსაბალი, ფერან ტორესი, ბორხა იგლესიასი და ლამინე იამალი.

ესპანეთის ნაკრები მარტში მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველი თამაში 28 მარტს სერბეთის წინააღმდეგ შედგება, 30 მარტს კი მოქმედი ევროპის ჩემპიონები ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები