Belive

ლუის ენრიკე: "დიახ, მე კულე ვარ და რეალთან თამაში განსაკუთრებული მოტივაციაა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან. პსჟ-სა და რეალს შორის ნახევარფინალი დღეს, 11 საათზე დაიწყება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა - ლუის ენრიკემ, რეალის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მატჩია.

როგორ ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ და ჩვენი დღევანდელი მეტოქეც, რთულია წინასწარ რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება - რეალი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია და კარგად ჩანს, რომ ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან.

მე კულე ვარ. ბარსას წევრი ვარ და დიახ — ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა რეალის წინააღმდეგ თამაში..."
- ლუის ენრიკე

მეორე ნახევარფინალში ჩელსიმ ფლუმინენსეს 2:0 მოუგო, ასე რომ, ლონდონური კლუბი ფინალში პარიზულ ან მადრიდულ გრანდს დაელოდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები