Belive

ლუის ენრიკემ ოქროს ბურთის კანდიდატად პსჟ-ს ოთხი ფეხბურთელი დაასახელა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საკუთარი გუნდის ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც მისი აზრით, ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ. ესენი არიან ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია, ფაბიან რუისი და უსმან დემბელე. პარიზელებს, დემბელეს სახით, ოქროს ბურთის მფლობელი უკვე ჰყავთ. ფრანგმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო გასულ წელს მოიპოვა. სლოვან ბრატისლავასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც მისი აზრით, პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებენ.

კვარა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იგივეს თქმა შემიძლია ვიტინიაზე, რუისსა და დემბელეზეც. როდესაც დემბელესადმი მიძღვნილი სიმღერა, "Ousman Ballon D'or" მესმის, ვფიქრობ, რომ მომავალში, ის ამ პრიზს კიდევ მოიგებს. - ლუის ენრიკე

წლევანდელი ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში, პარი სენ-ჟერმენის 10 ფეხბურთელი მოხვდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ გუნდს, ოქროს ბურთის მოკლე სიაში, 10 ნომინანტი ჰყავს.

სხვა სტატიები