გიორგი მიქაუტაძის შეფასება პარი სენ ჟერმენთან მატჩში
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ვილიარეალმა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა.
მატჩში 63-ე წუთზე ჩაერთო გიორგი მიქაუტაძე, ამდროისთვის მისი გუნდი უკვე 5-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 6,3 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 12-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 6-დან 5 ზუსტი გადაცემა (83%) გააკეთა.
5,9 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან, 6,6 კი - Flashscore-სგან.
ვილიარეალი 3 ქულით სატურნირო ცხრილის 29-ე პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 25 ნოემბერს, პრაღის სლავიას წინააღმდეგ გამართავს.
Final del partido. #UCL pic.twitter.com/ERZsmcRvhT
— Villarreal CF (@VillarrealCF) November 3, 2026