Belive

სუპერკომპიუტერის ახალი პროგნოზი - ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ისევ არსენალი რჩება (27,54%), მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია (22,37%), მესამე პოზიციაზე კი ლივერპული ბარსელონამ (11%) ჩაანაცვლა

ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 4 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 3 - ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ბუნდესლიგიდან, ლიგა 1-დან და ნორვეგიის ელიტსერიიდან.

  1. არსენალი

  2. ბაიერნი

  3. ბარსელონა

  4. პსჟ

  5. რეალი

  6. ატლეტიკო

  7. ლივერპული

  8. ნიუკასლი

  9. მანჩესტერ სიტი

  10. ბოდო/გლიმტი

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები