Belive

პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ ბარსელონას ტალანტი დაიმატა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო „დრო“ ფერნანდესი შეიძინა. დრო ბარსელონას აკადემიის აღზრდილია. 18 წლის ფეხბურთელმა, პსჟ-სთან, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ესპანელი ფეხბურთელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიური კლუბიდან, მეტი სათამაშო დროის გამო წავიდა - ის 27-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გაფორმებით. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი სიამაყის მომენტია. პსჟ უზარმაზარი კლუბია, რომელსაც ბავშვობიდან ვადევნებ თვალყურს, სადაც დიდმა ლეგენდებმა ისტორია შექმნეს. ძალიან მოტივირებული ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავიღო ამ მაისურისთვის. - თქვა დრო ფერნანდესმა

დრო ფერნანდესი ბარსელონას აკადემიას 2022 წელს შეუერთდა. პირველ გუნდში დებიუტი 2025 წელს ჰქონდა როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც, თუმცა მის პოზიციაზე ისეთი მოთამაშეებისგან გრძნობდა კონკურენციას, როგორებიც არიან ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო და თუნდაც გავი, რაფინია და ლამინე იამალი არიან, რომლებსაც შემტევი ნახევარმცველების პოზიციაზეც შეუძლიათ თამაში.

სხვა სტატიები