ლუის ენრიკე: "ფანების დაკვეთაა შემტევმა დაცვაშიც ითამაშოს - ეს მე არ მომიგონია"
საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში, ერთმანეთს პსჟ და ლანსი დაუპირისპირდებიან. პარიზულმა გუნდმა, სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, უკვე მოიპოვა პირველი ტიტული და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას სუპერთასი - ახლა, პარიზელები მეორე თასსაც შეუტევენ, რომლის მოქმედი მფლობელებიც არიან (წინა წელს მარსელი დაამარცხეს პენალტების სერიაში).
ლანსთან შეხვვედრის წინ, პსჟ-ს მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: მან ხუმრობით აღნიშნა, რომ მეტოქეს მინიშნებებს არ მისცემს და ფეხბურთელებს (ძირითად შემადგენლობას) მხოლოდ მას შემდეგ აარჩევს, რაც ცოლისგან მოისმენს რჩევას.
ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, ის დაცვასაც მოიცავს - თავის დაცვა კი აბსოლუტურად ყველას ევალება. გულშემატკივრებს უხარიათ, როდესაც ხედავენ, რომ ისეთი მოთამაშეებიც კი, როგორებიც დემბელე და დუე არიან, დაცვას ეხმარებიან. თუ ამ ორ კომპონენტს ერთმანეთს არ შეუხამებ, წარმატებას ვერ მიაღწევ. ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები და ნამდვილი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ იხარჯებიან ფეხბურთელები დაცვაში.
საბოლოო ჯამში, ეს ჩემი იდეა არ არის, გულშემატკივრების სურვილია - მათ უყვართ იმის დანახვა, თუ როგორ იხარჯებიან საკუთარ საჯარიმოში დაცვისას უსმან დემბელე, კვარა და დეზირე დუე. ეს შესანიშნავი მენტალიტეტია.
ახლა ძალიან ბევრი ფეხბურთელია, ვისაც პსჟ-ში გადმოსვლა სურს, თუმცა ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის, საკმაოდ რთულია ისეთი მოთამაშეების პოვნა, რომლებიც იდეალურად მოერგებიან ჩვენს მოთხოვნებს. ბევრს უბრალოდ არ აქვს ის სპეციფიკური თვისებები, რასაც ჩვენი სათამაშო პროექტი ითხოვს.
ფერანის ტრანსფერით ძალიან ბედნიერი ვარ. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. დარწმუნებული ვარ, იდეალურად მოერგება იმას, რასაც ითხოვს გუნდი. ამ დონის მოთამაშეების დაბრუნება/მოყვანა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ლუის კამპოსთან ერთად შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განვაგრძობთ. - განაცხადა ლუის ენრიკემ
🤔 - Journaliste : "Est-ce qu'on peut s'attendre à une forte rotation d'effectif à Lens ?
— RMC Sport (@RMCsport) August 15, 2026
😅 - Luis Enrique : "Qu'est ce que tu veux ? Que je donne des pistes à l'adversaire ? Je ne sais pas s'il y en aura. Je dois parler avec ma femme pour savoir qui va jouer" pic.twitter.com/C8ClAYESXg
პსჟ-სა და ლანსის დაპირისპირება 16 აგვისტოს, ლანსის მოედანზე შედგება. ვარაუდობენ, რომ ლუის ენრიკე იმავე შემადგენლობით დაიწყებს თამაშს, როგორც უეფას სუპერთასზე, სადაც კვარა ძირითად შემადგენლობაში იყო.