Belive

"Sky Sport"-ის ჟურნალისტი: "კვარაცხელიას, შეუძლია შეგვახსენოს, თუ რატომ იყო გასულ წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი"

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას სუპერ თასზე, პარი სენ-ჟერმენისა და ასტონ ვილას დაპირისპირების წინ, ბრიტანელი ჟურნალისტი, ადამ ბეიტი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის, ეს მატჩი, შესანიშნავი შესაძლებლობაა, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენოს, თუ რატომ იყო იგი, გასულ წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.

ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმები ბრწყინვალე შანსია იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინონ. კვარასთვის კი, საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება და ასტონ ვილას წინააღმდეგ თამაში, კარგი საშუალებაა, კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი შესაძლოა სწორედ ის არის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშა.

ბრიტანელი ჟურნალისტი, ადამ ბეიტი წერს, რომ პსჟ-ს დომინანტური ფეხბურთის ჩამოყალიბებაში, მთავარი წვლილი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის სათამაშო სტილი არა მხოლოდ ლუის ენრიკეს სათამაშო მოთხოვნებს მოერგო იდეალურად, არამედ დანარჩენ ფეხბურთელებზეც გარდამტეხსი გავლენა მოახდინა და შეტევით ხაზში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. ჩემპიონთა ლიგის გასული წლის სეზონში კი, საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.

პსჟ-ს და ასტონ ვილას, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. გუნდები ერთმანეთს 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეხვდენენ. ის დუელი, პარიზულმა გუნდმა, ორი მატჩის ჯამში, 5:4 მოგიო. ამ 5 გოლიდან, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე იყო. ქართველი ვინგერი კი, ინგლისური კლუბის კარის აღებას დღევანდელ შეხვედრაშიც ეცდება.

Sky Sport-ის ჟურნალისტი, კი კვარაზე დაწერილ სტატიაში აღნიშნავს: "სუპერ თასი კვარაცხელიასთვის შესანიშნავი შანსია, კვლავ დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. მისი ინდივიდუალური ოსტატობა კვლავ ამშვენებს და იმავდროულად, წარმართავს, ამ ეტაპზე, ევროპის საუკეთესო გუნდის თამაშს. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ახალი გამოწვევებისთვის მზადაა".

სხვა სტატიები