ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ნათელია - მეტოქეს უნდა ვაჯობოთ!''
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,გვინდა ვაჩვენოთ რომ ლივერპულთან სტუმრად კარგი მატჩის ჩატარება შეგვიძლია. ენფილდი ლეგენდარული სტადიონია და აქ თამაში დიდი მოტივაციაა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე - გუნდისთვის.
ჩვენი მიზანი ნათელია - მეტოქეს უნდა ვაჯობოთ. სტუმრად თამაში რთულია, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ყველაფერი აკონტროლო. ვიცით, რას ვაკეთებთ კარგად და რისი გაუმჯობესება გვჭირდება. ბურთის ფლობა მთავარია, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება თამაში.
იმედი მაქვს, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ხვალ ჩემპიონთა ლიგას ჩვენგან ერთ-ერთი გუნდი დაემშვიდობება და იმედია, ეს პსჟ არ იქნება. პირველივე წუთიდან ჩვენი დამოკიდებულება მკაფიო უნდა იყოს - ამ მატჩის მოგება გვინდა!
La Remontada (იგივე ქამბექი, სწორედ ასე მოიხსენიებენ ბარსელონას ისტორიულ გამარჯვებას პსჟ-სთან)? მერჩივნა, პსჟ-სთან პირველ მატჩში 4-ბურთიანი სხვაობით არ წამეგო. თუმცა, ჩემს კარიერაში, მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად მიდიოდა, ყოველთვის არსებობდა დეტალები, რომელთა მართვაც შემეძლო. სწორედ ამის უნარი მაქვს.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' ესტუმრება. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდების პირველი მატჩი ,,მერსისაიდელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.