ვენგერის პასუხი რუნის: "არსენალს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აკლია"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„არსენალმა“ გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩში, „პარი სენ-ჟერმენთან“ წააგო, სადაც უსმან დემბელეს ერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა.. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ლეგენდამ რუნიმ „მეთოფეები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ტიტულების მოგების „ფსიქოლოგიური შიში“ აქვთ.
არსენალის ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, უეინ რუნის კრიტიკას უპასუხა და არ დაეთანხმა.
უკვე რამდენიმე წელია, რაც არსენალი ძალიან ახლოს არის ტიტულების მოგებასთან, ამიტომ ამას 'წონა' აქვს და დიდ გამოცდილებას ნიშნავს.
რაღაცის დასამტკიცებლად საუკეთესო გზა მოედანზე გასვლა და დიდი თამაშის მოგებაა. ხვალ მათ აქვთ შესაძლებლობა და ფეხბურთელებმა იციან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ.
ვფიქრობ მათ მენტალიტეტს უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ, ეს გუნდი საკმარისად ძლიერია ჩემპიონთა ლიგის ან პრემიერლიგის მოსაგებად.
- განაცხადა არსენ ვენგერმა
უეინ რუნის კომენტარი გააკრიტიკა დეკლან რაისმაც და ინგლისელს ლიგის ფაზის ეტაპზე, არსენალის მიერ პსჟ-ს დამარცხება გაახსენა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრა 'პარკ დე პრენსზე' 7 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.