Belive

"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკე

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენი რენს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა დეტალზე ისაუბრა.

ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს, კონკრეტულად კითხვა ეხებოდა - არის თუ არა ქართველი განსხვავებული ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე?

მე არცერთ მოთამაშეს არ განვასხვავებ ამა თუ იმ ჩემპიონატით. შეიძლება ის უფრო კარგად თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე ან ლიგა 1-ში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ამას უნდა შეეგუოთ.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ის მაღალი დონის მოთამაშეა, მას დიდი ხარისხი და ამბიციები აქვს. კვარამ გასულ სეზონშიც საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა და იგივეს აკეთებს ახლაც. ზოგადად სეზონის განმავლობაში ყველა მოთამაშეს აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. - ლუის ენრიკე - პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ში 30 ქულით მე-2 ადგილზეა (9 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას პარიზელები როგორც უკვე აღვნიშნეთ რენის წინააღმდეგ გამართავენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი/5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლიგა 1-ში ამჟამად 1 გოლი და 3 ასისტი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თანაბრად 2-2 საგოლე მოქმედება უფიქსირდება.

სხვა სტატიები