Belive

მიხაილო მუდრიკი: "თუ თავდაუზოგავად ვიშრომებ, ოქროს ბურთის მოგება შემიძლია"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

25 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა - მიხაილო მუდრიკმა, რომელიც ახლა ტოტენჰემის ღირსებას იცავს და დოპინგ-სკანდალში იყო გახვეული, მოედანზე დაბრუნების შემდეგ აღნიშნავს, რომ მას დიდი სურვილი აქვს იდეალურ ფორმაში შევიდეს და 'ოქროს ბურთი' მოიგოს.

„ოქროს ბურთის“ მოგება?! - ეს ჩემი ოცნებაა.

ვფიქრობ თუ არა, რომ ერთ დღეს მის მოგებას შევძლებ? ამისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებთ. სანამ ჯანმრთელი ვარ და ენთუზიაზმი მაქვს, ვფიქრობ, 40 წლამდე შევძლებ თამაშს.

რამდენად მიყვარს ფეხბურთი? უსაზღვროდ, სიგიჟემდე.

ცხოვრებაში არასდროს მქონია გეგმა B. ბავშვობიდან მოყოლებული, ფეხბურთი ერთადერთი რამ იყო, რაზეც ვფიქრობდი. სხვა არაფერი. მხოლოდ ფეხბურთი.

ძალიან პატარა ასაკიდან დავისახე მიზნები და ოცნებები, და მათკენ სწრაფვა არასდროს შემიწყვეტია.

მე არ შემიძლია იმ პატარა ბიჭს გავუცრუო იმედი, რომელიც ოდესღაც ვიყავი. წინსვლა უნდა გავაგრძელო და ჩემი ოცნებები ავიხდინო, რადგან ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის მოგება შემიძლია." - მიხაილო მუდრიკი

მუდრიკმა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მას დისკვალიფიკაცია აკრძალული ნივთიერების, მელდონიუმის მოხმარების გამო ჰქონდა დაკისრებული. თუმცა ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნების უფლება ივლისიდან მიეცა.

ვინგერი თავის დროზე დონეცკის შახტარში რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით თამაშობდა. სწორედ მაშინ, იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ "მიხაილო ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს" (2022 წელი) - ახლა დე ძერბი და მუდრიკი ისევ ერთად მუშაობენ, ამჯერად ტოტენჰემში.

სხვა სტატიები