Belive

ლუჩიანო სპალეტი : უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ იტალია ვართ !

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა, ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გუნდის შანსებსა და ჯგუფის სირთულეზე გაამახვილა ყურადღება :

შეიძლება ყველაფერი უკეთესად წასულიყო, თუმცა ჩვენ თავიდანვე მეოთხე კალათაში ვიყავით და ველოდით მსგავს სცენარს, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ იტალია ვართ !

ახლა რთულია პროგნოზების გაკეთება, წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა. ალბანეთმა, რა თქმა უნდა, დაამტკიცა რომ კარგად არის ორგანიზებული, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს ფორმაზე, მომზადებაზე და იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად. ხორვატია ძლიერი, გამოცდილი გუნდია, მისი ზოგიერთი მოთამაშე უკვე ასაკოვანია, მაგრამ უმაღლეს დონეზეა.

ყველას, ვისაც ეს სპორტი უყვარს, უნდა დატკბეს გამოწვევებით, ის მხიარულება, რომელიც ამ სპორტს მოაქვს არ უნდა გაფერმკრთალდეს - განაცხადა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა RAI Sport-ზე

იტალია B ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა, ეს მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია.

სხვა სტატიები