BBC | საუთჰემპტონის ქომაგებმა ევრო 2024-დან ქართველი ფეხბურთელები გამოარჩიეს
BBC-მ პრემიერ ლიგის გუნდ "საუთჰემტონის" ქომაგებს ჰკითხა ევრო 2024-დან რომელი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდნენ თავიანთ გუნდში, ბრიტანული გამოცემა გამოკითხვას აქვეყნებს, სადაც "წმინდანების" ქომაგები განცვიფრებულები არიან ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობით და მათ რამდენიმე ქართველის თავიანთ გუნდში ხილვა სურთ:
ქართველი გიორგი მიქაუტაძე კარგი პერსპექტივაა. სამი გოლი სამ მატჩში და ერთი საგოლე გადაცემა. თამაშობს ლიგა 2-ის კლუბ "მეცში, რომელიც წელს დაქვეითდა. ის მხოლოდ 23 წლისაა, ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ ის რამდენიმე წელიწადს ჩვენთან გაატარებს.
გიორგი მიქაუტაძეს გამოვარჩევდი. ის შესანიშნავია მთელი ტურნირის განმავლობაში. ის დაახლოებით 9 მილიონი ფუნტი ღირდა და მხოლოდ 23 წლისაა. (დენი) ინგსზე უკეთესი არჩევანია ("საუთჰემპტონის" ყოფილი ფორვარდი).
საქართველოს მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუჯერებელი იყო და რადგან ჩვენი მეკარე გევინ ბაზუნუ ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს, ის ჩვენთვის შეიძლება იყოს შესანიშნავი შენაძენი.
მე რო ვწყვეტდე, საქართველოს მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს გავიფორმებდი. მას ძალიან გამორჩეული ტურნირი აქვს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პორტუგალიასთან, სადაც მან კარგი სეივები შეასრულა და კარი მშრალად შეინახა. ის ისეთი მეკარეა, როგორიც "წმინდანებს" სჭირდებათ! ასეთი მეკარით, ყოველ სეზონში ადვილად ვიქნებით საუკეთესო ექვსეულში.
"წმინდანებს" საქართველოს ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები სჭირდება, რომელსაც გოლის შექმნა შეუძლია. ის ჰგავს ადამ ლალანას, რაც სასარგებლო იქნება სხვა გუნდების დაცვის დასაბნევად.
შეგახსენებთ, "საუთჰემპტონი" 2023/24 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონშიპში ასპარეზობდა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგის საგზური პლეი ოფში მოიპოვა. ისინი მომდევნო 2024/25 წლების სეზონში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებენ და პირველ შეხვედრას 17 აგვისტოს "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.