გიორგი მამარდაშვილი საქართველო Vs. ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა (1:1) და ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც 11 სეივი შეასრულა.
Whoscored.com-ის თანახმად, ესპანური "ვალენსიას" კარის დარაჯმა უმაღლესი შეფასება, 9.2 დაიმსახურა. ესპანური AS-ის თანახმად, მამარდაშვილი საქართველოს შემადგენლობის ნახევარს უდრიდა და მისი კარი უბრალოდ აუღებელი იყო. რეალურად, გოლი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა გაუშვა, მამარდაშვილს არ მიეწერება: ძელისგან ასხლეტილი ბურთი პატრიკ შიკს მკერდზე მოხვდა და ჩვენი კარის ხაზი გადაკვეთა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.