ლივერპულის და საკუთარი კარიერის რეკორდი: ალისონის საოცარი თამაში ორ კომპონენტში აისახა
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოგერიებების რაოდენობით კარიერული რეკორდი დაამყარა.
მერვედფინალური ეტაპის ორრაუნდიანი დუელის საწყის შეხვედრაში, "პსჟ-მ" "ლივერპულთან" საშინაო კედლებში 0:1 წააგო, ინგლისური გუნდის გამარჯვებაში მთავარი მოქმედი პირი კი სწორედ ბრაზილიელი მეკარე გახლდათ, რომელმაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა.
ალისონმა "პსჟ-სთან" მატჩში 9 მოგერიების შესრულება მოახერხა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. ამავე დროს, ალისონი "ლივერპულის" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კარის მშრალად ყველაზე მეტჯერ შემნახველი მეკარე გახდა. ალისონს ამ კომპონენტში უკვე 22 თამაში დაუგროვდა და გამოცდილ ესპანელ, პეპე რეინას გადაასწრო.
"ლივერპული" "პსჟ-ს" 12 მარტს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის გადამწყვეტი მატჩი მეოთხედფინალში გასასვლელად 00:00 საათზე დაიწყება.