Belive

"ვარსკვლავები ჰყავთ, თუმცა აშკარაა რომ თამაში არ იციან" - ბულგარელი გულშემატკივრების გამოხმაურება

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა.

გთავაზობთ ბულგარელი გულშემატკივრების კომენტარებს საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ.

  • "ამ ნაკრებმა რანაირად მოგვიგო ბოლო თამაშები - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვარსკვლავები ჰყავთ, მათ თამაში კარგად ნამდვილად არ გამოსდით და იციან..."

  • "ამ მატჩის ერთადერთი დადებითი ფაქტი პირველი 30 წუთია. როდესაც კონტრშეტევებზე კარგად ვთამაშობდით, დანარჩენი შედეგი კი მეორე გუნდის დამსახურებაა, რომლებმაც უსუსური თამაში აჩვენეს."

  • "ძველი დრო დაბრუნდა - საქართველოსთან და მათი დონის გუნდებთან მოგება არასდროს გვიჭირდა, ბოლო პერიოდში კი მაგრად გვჩაგრავდნენ, ახლა ისევ ჩვენი დრო დადგა."

  • "ამოვკეტეთ კვარაცხელია და მათ ვერაფერი ვერ გააკეთეს - გუნდებმა საქართველოს ტაქტიკა შეისწავლეს, სწორედ ამიტომ არიან უსუსურები ქართველები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ."

  • "ჩვენები კარში ხშირად ვერ ურტყამენ, თუმცა ეს ქართველებისთვის საკმარისი აღმოჩნდა"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი დაასრულა. 'ჯვაროსნები' საქმეში 2026 წლის მარტიდან 'ერთა ლიგის' ეგიდით ჩაერთვებიან.

სხვა სტატიები