ლივერპული თუ ბარსელონა? კვარაცხელიას პასუხი
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბრესტთან” მოგების შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა მისი გუნდის მომავალ მეტოქედ:
,,ლივერპული თუ ბარსელონა? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით. ვეცდებით, რომ მზად ყველასთან სათამაშოდ ვიყოთ! მარტივი თამაში არც მათთვის იქნება.
რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა და ყველაფერი შესაძლებელია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ.” - ხვიჩა კვარაცხელია
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა 2 დაპირისპირების ჯამში 10:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე ,,პსჟ-ის'' მეტოქე ,,ლივერპული'' ან ,,ბარსელონა'' იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.
🔴🔵⚡️ «Liverpool ou Barca ? Il n'y a pas de préférence, peu importe qui arrive... On va essayer d'être prêt contre tout le monde. Ce ne sera pas facile pour eux non plus. Bien sûr qu'on peut gagner la Ldc, tout est possible, il faut juste travailler pour»
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) February 19, 2025
🎙 Kvara en zone mixte pic.twitter.com/rv267rBo0W