Belive

შემდეგი გალაქტიკო? - რეალმა ვიტინიას დაუმიზნა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური AS-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი ვიტინია, რეალ მადრიდის პრიორიტეტულ სამიზნედ ითვლება. 25 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში თამაშის დროს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და ამჟამად რეალ მადრიდის სატრანსფერო სამიზნეების სიაში პირველ ადგილზეა.

პორტუგალიელმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. მან მინიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოპოვებაში.

ზაფხულის წინ, რეალის გეგმები რამდენიმე პოტენციურ ფეხბურთელს მოიცავს, კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე, „ლოს ბლანკოსის“ 2 ვარსკვლავის დაბრუნებას ელოდება - ერთი კომოს შემტევი ნახევარმცველი ნიკო პასია, ხოლო მეორე ლიონში იჯარით გადასული ენდრიკი. რეალის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ენდრიკთან დაკავშირებით თავიდანვე არასწორად იმოქმედეს და განვითარების შანსი თითქმის არ მიუციათ, ლიონში გაშვებით კი ამ ხარვეზის გამოსწორებას ცდილობენ.

სხვა სტატიები