კვარაცხელიას მე-5 ტიტული პსჟ-ში | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ ფლამენგოსთან მატჩში?
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საკონტინეტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ფლამენგო პენალტების სერიაში დაამარცხა და 2025 წელს მე-6 ტიტულის მოგება შეძლო (უშუალოდ ხვიჩასთვის ეს პარიზულ გუნდში მე-5 ტიტული იყო).
პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში ანგარიში გახსნა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7,9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 49-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 12-დან 7 დუელი მოიგო და 30-დან 25 ზუსტი გადაცემა გააკეთა (83%).
7,6 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა.
პარი სენ ჟერმენი მომავალ შეხვედრას 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე, ფონტენეს წინააღმდეგ გამართავს.
Pour l'histoire ! 📖🏆 pic.twitter.com/FxgTMXSKQF
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) December 17, 2025