,,ბაიერნის'' თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, პინი ზაჰავი, მიუნხენური გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზაჰავიმ ,,რეკორდმაისტერის'' წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ 33 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ,,ბარსელონაში'' აპირებს. საპასუხოდ კი ,,ბაიერნმა'' ლევანდოვსკის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები პოლონელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 48 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.