Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟურნალმა Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ პირველობა დათმეს (2013 წელს სიას დევიდ ბექჰემი ლიდერობდა) და ახლა ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ ,,პარი სენ ჟერმენისა'' და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი - კილიან მბაპე ითვლება. 23 წლის ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 128 მილიონი დოლარია (110 მილიონი ფეხბურთიდან, 18 მილიონი - სხვა შემოსავალი).
მეორე ადგილზე 120 მილიონი დოლარით ლეო მესია, მესამე ადგილს კი 100 მილიონით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.
ტოპ ათეულში 30-წლამდე ასაკის მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი.
მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით:
- კილიან მბაპე - 128 მილიონი დოლარი
- ლეო მესი - 120 მილიონი დოლარი
- კრიშტიანუ რონალდუ - 100 მილიონი დოლარი
- ნეიმარი - 87 მილიონი დოლარი
- მოჰამედ სალაჰი - 53 მილიონი დოლარი
- ერლინგ ჰოლანდი - 39 მილიონი დოლარი
- რობერტ ლევანდოვსკი - 35 მილიონი დოლარი
- ედენ აზარი - 31 მილიონი დოლარი
- ანდრეს ინიესტა - 30 მილიონი დოლარი
- კევინ დე ბრუინე - 29 მილიონი დოლარი