Belive

L'Equipe: "გასახდელში კვარა დიდხანს უხსნიდა გუნდელებს, რას ითხოვდა მათგან"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის განმეორებით მატჩს ჩაატარებს. პარიზელებმა "ბრესტს" პირველი შეხვედრა სტუმრად, 0:3 მოუგეს. იმ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. ფრანგული L'Equipe აღნიშნავს, რომ ხვიჩა ჯერ კარგად არ იცნობს გუნდელებს, თუმცა ადაპტაციის პერიოდის განმავლობაში ასეთი რამ სრულიად გასაგებია.

ბოლო თამაშებში სწორედ ხვიჩამ დააფიქსირა წარმატებული პასების ყველაზე დაბალი პროცენტი მოედნის ბოლო მესამედში (ზოგჯერ დაახლოებით 60%). თითქოს ჯერ არ იცნობდა თანაგუნდელებს - ადაპტაციის ლოგიკური და აუცილებელი პერიოდი. ასეთ ვითარებაში იოლი არ არის შენი ადგილის პოვნა.

იყო რამდენიმე გაუგებრობა. ერთ მომენტში დავინახეთ, როგორ საუბრობდა და უხსნიდა თანაგუნდელებს თუ რას ელოდა მათგან. - L'Equipe "ტულუზასთან" შეხვედრის შესახებ

ხვიჩა კვარაცხელიამ, ყველა ტურნირის ეგიდით, პსჟ-ს შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კვარას ადაპტაციის პერიოდი კარგად მიდის და ის სრულიად კმაყოფილია, აჩქარება არ ღირს, რადგან კვარაცხელია პსჟ-ს გრძელვადიანი პროექტის ნაწილია.

სხვა სტატიები