პსჟ-ს ბარსელონადან კვარაცხელიას პოზიციის კიდევ ერთი ფეხბურთელი მოჰყავს
პსჟ აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტებზე ორიენტირებულ პოლიტიკას. გუნდიდან კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, პარიზელების სატრანსფერო პოლიტიკა აშკარად შეიცვალა და ხაზგასმით ეყრდნობა თავად კლუბის გაზრდილ ან შეძენილ ტალანტებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას 18 წლის ფეხბურთელმა, დრო ფერნანდესმა, გუნდის დატოვების შესახებ მთავარ მწვრთნელ, ჰანსი ფლიკს აცნობა.
RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის თქმით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს და ფეხბურთელს შეთავაზებაც გაუკეთა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფერნანდესის კონტრაქტი ბარსელონასთან 6 მილიონი ევროს გამოსასყიდ თანხას მოიცავს.
ფერნანდესი ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო (U15, U16, U17, U18). ის ბარსელონა B-ს წევრია, თუმცა პირველ გუნდში 4 შეხვედრა უკვე ჩაატარა. ფერნანდესი შემტევი ნახევარმცველის ან მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს.
🚨 Hansi Flick is very disappointed with Dro Fernández’ decision, to the point that he has told his entourage that he has suffered "the biggest disappointment" of his life. [@sport] 🇩🇪 pic.twitter.com/L3iGZlXHPh
— barcacentre (@barcacentre) January 16, 2026