Sports Illustrated | კვარას წინააღმდეგ თამაში მსოფლიოს საუკეთესო მცველებსაც უჭირთ
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა, Sports Illustrated ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ვარსკვლავების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-9 ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავზე საუბრისას, ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარას შეჩერება მსოფლიოს საუკეთესო მცველებსაც უჭირთ.
ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის გამოთქმა საკმაოდ რთულია. ასეთივე სირთულეს წარმოადგენს მეტოქე გუნდების მცველებისთვის მისი შეჩერება. კვარას წინააღმდეგ თამაში, მსოფლიოს საუკეთესო მცველებსაც კი უჭირთ. ქართველი შემტევი, რომელიც "ნაპოლის" სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა და კლუბის უპირობო ლიდერი იყო, იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. პარიზში კვარა მუდმივად ვითარდება. ის სისტემატურად იტანს გოლებს და თანაგუნდელებს საგოლე პასებით ამარაგებს. კვარაცხელიას დახმარებით "პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი ნაადრევად გახდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიული ტიტულისთვის იბრძვის. - Sports Illustrated.
Sports Illustrated-ის განახლებული რეიტინგის პირველ ადგილს "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი, რაფინია იკავებს. მეორე პოზიციაზე უსმან დემბელე იმყოფება, ხოლო მესამეზე მოჰამედ სალაჰია.