Belive

ლეონიდ სლუცკი კვარაცხელიაზე: "19 წლისაა და ყველაფერს თავად აკეთებს - გახარებული ვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში, "როსტოვთან" ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი რეპორტიორის შეკითხვა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეულად კარგ თამაშს, მაგრამ ბევრ განიავებულ მომენტს ეხებოდა. "19 წლის ფეხბურთელს ბურთის თავად მოპოვება, გოლის თავად შექმნა და ყველაფრის მარტო გაკეთება შეუძლია... ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ძალიან მახარებს, რადგან ის ამ ყველაფრის გაკეთებას ახერხებს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხვიჩა სულ რამდენიმე თვის წინ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყო, დღეს კი აბსოლუტურად ყველა თამაშში ბრწყინავს. შემდეგი ნაბიჯი სტატისტიკის გაუმჯობესება იქნება", - თქვა გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენიცაზე. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ამ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებს შედეგიანად უპასა.

სხვა სტატიები