Belive

,,რა ჯადოსნური ღამეა'' - ხვიჩა იუვენტუსთან მოგებაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ტურინულ გუნდთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!'' - წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე.

სერია A-ს მე-18 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,იუვენტუსს'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

View this post on Instagram

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

სხვა სტატიები