Belive

ლეო მესი MLS-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ,,ინტერ მაიამის'' თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა.

არგენტინელმა აპრილში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა (ორი დუბლი) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 4-დან 3 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის 11 ტურის შემდეგ, ,,ინტერ მაიამი'' 21 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ცინცინატის' 3 ქულით უსწრებს.

მესის გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 5 მაისს, ,,ნიუ იორკ რედ ბულსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები