Belive

მესი ტრავმირებულია - გამოტოვებს თუ არა არგენტინელი სანაკრებო მატჩებს?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგის თასის შეხვედრაში ინტერ მაიამისა და მექსიკური ნეკაქსას დაპირისპირება შედგა. მატჩი ლეო მესისთვის წარუმატებლად დაიწყო - მეექვსე წუთზე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტრამა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ლეო მესის ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. სარეაბილიტაციო პერიოდი კი კლინიკურ პროგრესსა და მკურნალობაზე იქნება დამოკიდებული. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხავიერ მასკერანომ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მესი მოედანზე დაბრუნებას უმოკლეს დროში შეძლებს.

მესი ბარძაყის კუნთის ტკივილმა შეაწუხა. არის შესაძლებლობა, რომ დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდეს, რადგან მოგვიანებით ის მხოლოდ დისკომფორტს გრძნობდა და არა ძლიერ ტკივილს. - ხავიერ მასკერანო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონაში, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს ვენესუელას, ხოლო 10 სექტემბერს ეკვადორს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, არგენტინა 35 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ალბისელესტე მეორეადგილოსან ეკვადორს 10 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები