ლაშა სალუქვაძე: "კვარას ნომინირება დიდი მოვლენაა, მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ რუსულ მედიასთან ისაუბრა და ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
41 წლის ქართველმა აღნიშნა, რომ წლის საუკეთესოო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოს ნომინანტთა სიაში მე-17 ნომრად მოხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ოქროს ბურთის ნომინაციაში კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა.
მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს, კვარას ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მისი კარიერა ევროპაში ახლა იწყება. ხვიჩას შეუძლია გახდეს უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და აჯობოს კახა კალაძეს", - თქვა ლაშა სალუქვაძემ.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.