UEFA-მ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩებში ბევრი ბრწყინვალება ვიხილეთ. დეკლან რაისის ბენეფისი და "რეალის" განადგურება "არსენალთან", ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული გოლი "ასტონ ვილას" კარში, ტურამისა და ლაუტაროს შესანიშნავი კომბინაცია "ბაიერნთან" და "ბარსელონას" ულაპარაკო გამარჯვება ალბათ ყველაზე სუსტ "დორტმუნდთან".
აღანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი პლეი ოფის სტადიაზე გაიტანა (აქამდე სწორედ ხვიჩამ გაიტანა პლეი ინის შეხვედრაში, "ბრესტთან").
ჩემპიონთა ლიგამ გამოავლინა კვირის სიმბოლური კლუბი და საუკეთესო თერთმეტეულის შემტევ ტრიოში საპატიო ადგილს იკავებს კვარაც.
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ზომერი (ინტერი)
მცველები: მენდეში (პსჟ), ბასტონი (ინტერი), სალიბა (არსენალი), ტიმბერი (არსენალი)
ნახევარმცველები: რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), ბარელა (ინტერი)
თავდამსხმელები: კვარაცხელია (პსჟ), ლევანდოვსკი (ბარსელონა), იამალი (ბარსელონა)
🥁 Introducing your Team of the Week...@cryptocom | #UCLTOTW pic.twitter.com/iJtfaPjtMi
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) April 10, 2025