Belive

ეინდჰოვენში ნაპოლის 230 გულშემატკივარი დააკავეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში პსვ ნაპოლის უმასპინძლებს. გუშინ ნეაპოლელი გულშემატკივარი თავიანთი გუნდის საგულშემატკივროდ ეინდჰოვენში ჩავიდა, პოლიციამ კი პროვოკაციული ქცევის გამო 230 იტალიური, ხოლო 4 ნიდერლანდური გუნდის გულშემატკივარი დააკავა.

ნიდერლანდური წყაროების ინფორმაციით ქალაქის სხვადასხვა ადგილას გულშემატკივრების დიდი ჯგუფები იმყოფებოდნენ. ტერიტორიაზე სიტუაცია მკაცრად კონტროლდებოდა, რადგან ორივე კლუბის გულშემატკივრებს შორის შესაძლო დაპირისპირება გამორიცხული არ იყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ზოგადი წესდების გამო, ჯგუფის პროვოკაციული ქცევების შედეგად 200-ზე მეტი გულშემატკივარი დააკავეს, ცოტა ხანში ისინი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა 24 საათით აეკრძალათ, აქედან გამომდინარე ნაპოლის გულშემატკივართა აღნიშნული რაოდენობა მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს.

სხვა სტატიები