ლაშა დვალის გოლი და გიორგი ქვილითაიას საგოლე გადაცემა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში "აპოელმა" "ოთელოსი" 6:0 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი ფეხბურთელი და შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშეს.
ლაშა დვალმა 36 წუთზე თავური დარტყმით მე-4 გოლი გაიტანა. ხოლო გიორგი ქვილითაიამ საგოლე გადაცემა მიითვალა, მან თანაგუნდელს მე-6 გოლი გაატანინა.
"აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატში 45 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ ტურში ქართველების გუნდი "ნეა სალამისს" დაუპირისპირდება.