Belive

ტრაბზონსპორის მწვრთნელი უკრაინასთან მატჩში ქართველ ფეხბურთელებს აკვირდებოდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქული "ტრაბზონსპორის" მწვრთნელი, შენოლ გიუნეში ბათუმში იმყოფებოდა და პირადად აკვირდებოდა რამდენიმე ქართველ და ერთ უკრაინელ ფეხბურთელს.

გიუნეშის ინტერესის საგანს უპირველეს ყოვლისა ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი და უკრაინელი მიკოლა შაპარენკო წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ გიუნეში ქართველი მცველით, ლაშა დვალითაც იყო დაინტერესებული, 29 წლის ფეხბურთელს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან დისკვალიფიცირებული იყო.

ოთარ კიტეიშვილმა 86 წუთი ითამაშა, შაპარენკომ მოედანზე 64 წუთი გაატარა. დვალი ყვითლების გამო არ იყო, ლოჩოშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ტრაბზონი გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს, თუმცა რამდენად შეძლებს თურქული გუნდის ხელმძღვანელობა მწვრთნელს მოთხოვნები დაუკმაყოფილოს, ცნობილი არაა.

სხვა სტატიები