ლა ლიგის 2025/2026 წლების სეზონიდან 2 ახალი წესი ამოქმედდება
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის ხელმძღვანელებმა შემდეგი სეზონისთვის წესებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს. საქმე ეხება ვიდეო გამეორების სისტემას, რომლის მიმართაც წინა წლებში გულშემატკივართა და ფეხბურთელების პრეტენზიები ულევი იყო.
დაინერგა 2 ახალი წესი, რომელიც ლა ლიგაში მომავალი სეზონიდან ამოქმედდება.
მწვრთნელებს მატჩის მსვლელობისას ვიდეო გამეორების მოთხოვნის უფლება მიეცემათ
თითოეულ მწვრთნელს შეეძლება, თამაში ორჯერ შეაჩეროს (პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მწვრთნელებს კვლავ 2 ჩელენჯი ექნებათ)
🚨 New rule in La Liga this season:
— TwinVamos (@TwinVamos) July 28, 2025
▪️ Coaches can now request video reviews during matches.
▪️ Each coach gets two interventions per game. pic.twitter.com/avRZwog4VW
ლა ლიგის ახალი, 2025/2026 წლების სეზონი 15 აგვისტოს აიღებს სტარტს და 2026 წლის 26 მაისს დასრულდება.