ბარსელონას რეალთან 58-წლიანი რეკორდის დამხობა შეუძლია
ბარსელონამ 2026/27 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. კატალონიურ კლუბს, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, 11-დან 11 მოგება აქვს. ბარსელონას შემდეგი გაჩერება "ელ კლასიკოა", სადაც კატალონიელები მადრიდის რეალს უმასპინძლებენ. ამ შეხვედრაში, ლა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლიათ.
ბარსელონას, ლა ლიგაში, ჯერჯერობით, წაგება არ აქვს და ცხრიდან ცხრა მოგებით, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მსგავსი შედეგი აქამდე, შორეულ 1968/69 წლებში სწორედ მადრიდის რეალმა დააფიქსირა, როდესაც სეზონი ზედიზედ ცხრა მოგებული მატჩით გახსნა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ჰანსი ფლიკის გუნდმა, 58 წლის წინ დამყარებული რეკორდი უკვე გაიმეორა.
გარდა ამისა, ბარსელონა და რეალი, ლა ლიგაში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობას იყოფენ. 2010/11 წლებში, ბარსელონამ და 2016/17 წლებში, რეალმა, ზედიზედ 16 მატჩი მოიგეს. მაგრამ ეს სეზონის შუა ფაზა იყო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბარსელონა, საკუთარ კედლებში, ისტორიულ მეტოქეს დაამარცხებს, უშუალოდ სეზონის სტარტზე, ათიდან ათი მოგება დაუგროვდება და რეკორდს ერთპიროვნულად დაეუფლება.
🚨 𝗗𝗜𝗗 𝗬𝗢𝗨 𝗞𝗡𝗢𝗪: If Barcelona beat Real Madrid in El Clásico next weekend, they will become the FIRST TEAM EVER to win their opening 10 La Liga matches!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 19, 2026
Barcelona have now won their first 9 games, matching Real Madrid's all-time record.
They now have the chance to… pic.twitter.com/Avgv4rb0fl