"კიდევ 400 უნდა გავიტანო, რომ კვალი დავტოვო" | მბაპე 400 კარიერული გოლის შემდეგ
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საფრანგეთის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებით ფრანგებმა ოფიციალურად მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
მატჩში დუბლის შესრულება შეძლო კილიან მბაპემ, რომელსაც 26 წლის ასაკში 400 კარიერული გოლი დაუგროვდა. ამ ფაქტის შესახებ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა თავად ისაუბრა.
"400 გოლი კარიერაში? კი კარგი შედეგია, თუმცა ვიცი ერთი ფეხბურთელი 950+ გოლით და მეორე 900+ გოლით.
400 არ არის საკმარისი, რომ მათ წრეში ვიყო, ვინც ხალხს აკვირვებს. მინიმუმ კიდევ 400 უნდა გავიტანო რომ საფეხბურთო ისტორიაში დიდი კვალი დავტოვო - ეს ჩემი მიზანია." - კილიან მბაპე
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა უკვე შეძლო და მოიპოვა 2026 წლის მუნდიალის საგზური. ისინი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩს აზერბაიჯანთან, 16 ნოემბერს გამართავენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი საფრანგეთში დარჩება და ნაკრებს აზერბაიჯანში არ გაყვება.