კვლავ ვერ დაარეგისტრირეს - ოლმო ვალენსიასთან მატჩს გამოტოვებს
დანი ოლმო რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, "ბარსელონასთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.
"ბარსამ" ოლმო გამპერის თასზე "მონაკოსთან" დაპირისპირების წინ წარადგინა. ივარაუდებოდა, რომ 26 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" მაისურით პირველად 17 აგვისტოს "ვალენსიასთან" ითამაშებდა, თუმცა, მისი დებიუტი გადაიდო, რადგანაც კლუბმა ესპანელი ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოახერხა.
🚨 Dani Olmo will NOT be available for Barcelona this weekend against Valencia. He will NOT be registered in time. ❌
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) August 15, 2024
The player is expected to be registered in time for the second La Liga match.
🗞️ @10JoseAlvarez pic.twitter.com/UJxM898gXf
ლა ლიგის ახალი, 2024/2025 წლების სეზონი სტარტს 15 აგვისტოს, 21:00 საათზე, "ბილბაო" - "ხეტაფეს" მატჩით დაიწყება და დღესვე, "ბეტისი" - "ჟირონა" ითამაშებენ.
"ვალენსია" - "ბარსელონას" მატჩი კი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.