Belive

ოფიციალურად | ისაკს მოტეხილობა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის 26 წლის ფორვარდს - ალექსანდრ ისაკს, წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც იგი მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება (ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი).

ალექსანდრ ისაკმა ეს უმძიმესი ტრავმა, პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ტოტენჰემის წინააღმდეგ მიიღო, მაშინ როდესაც მოედანზე ცვლილებიდან შემოვიდა და 10 წუთში გოლის გატანა შეძლო, სწორედ გოლის გატანის მომენტში დარტყმის დროს, მიკი ვან დე ვენის ვარდნის შემდეგ ფეხი ცუდად ჩაყვა და ტრავმა მიიღო, რის შემდაგაც იგი მოედნიდან აცრემლიანებული გავიდა.

26 წლის შვედი, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს ლივერპულის საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდება, თუ რა პერიოდი დასჭირდება მას მოედანზე დასაბრუნებლად, თუმცა ცნობილია, რომ იგი მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ისაკი ლივერპულს ზაფხულში შეუერთდა, მისი ტრანსფერი კი მერსისაიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია (£125 მილიონი).

სხვა სტატიები