გრიზმანი კინსკიზე: "მწვრთნელი ცუდად მოიქცა - მეკარემ შესაძლოა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს"
ატლეტიკო UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ტოტენჰემს დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.
ლონდონური გუნდის საშინელი პერიოდი კვლავ გრძელდება, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 22 წლის ჩეხმა მეკარემ - ანტონინ კინსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ჯოჯოხეთური დღე გამოუვიდა.
მან სადებიუტო მატჩში 17 წუთი ითამაშა, სადაც 2-ჯერ ბავშვური შეცდომა დაუშვა, რასაც მის კარში გოლი მოჰყვა, ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მე-17 წუთზე იგი შეცვალეს.
THREE STRAIGHT ERRORS BY SPURS HAVE THEM DOWN 4-0 VS. ATLETI IN 22 MINUTES!
— ESPN FC (@ESPNFC) March 10, 2026
Keeper Antonín Kinský, who made two of the errors, was subbed off in the 17th minute and Atleti fans gave him a standing ovation 🤯
You really can't make up the things happening to Spurs at the… pic.twitter.com/roTciKLwX0
ამ ფაქტის შესახებ ატლეტიკოს ფორვარდმა - ანტუან გრიზმანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა მეკარეს ცუდი რამ გაუკეთა.
"ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხაროა. თუ მწვრთნელი კარში მეკარეს აყენებს, ბოლომდე უნდა მიიყვანო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი მძიმე სტარტი აქვს და თანაც სადებიუტო შეხვედრაში.
ფსიქოლოგიურად მეკარისთვის ეს ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი განადგურებულია. ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო, მეტიც, მწვრთნელი ძალიან ცუდად მოექცა მას..." - ანტუან გრიზმანი
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 19 მარტს, ლონდონში გაიმართება.