Belive

კვარაცხელიას თამაში სალერნიტანასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში, "სალერნიტანას" წინააღმდეგ საეჭვოა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ქართული და იტალიური მედია აქტიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი გრიპის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და გუნდურ საწვრთნელ პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია, ახლა კი როგორც Gazzetta dello Sport-დან ვიგებთ, კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა და მოხვდება თუ არა სამატჩო განაცხადში ეს 20 იანვარს ჩასატარებელი გამოკითხვის შედეგად გაირკვევა.

გამოცემა იმასაც ვარაუდობს, რომ ლუჩიანო სპალეტი კვარას პოზიციაზე შემდეგი მატჩისთვის არჩევანს ჯაკომო რასპადროის და ელიფ ელმასს შორის გააკეთებს.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველ, 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები