Belive

ნაპოლისთან მატჩში გიორგი კვერნაძე ფროზინონეს ძირითად შემადგენლობაშია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის მერვედფინალში ,,ნაპოლი'' ,,ფროზინონეს'' უმასპინძლებს, მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა გიორგი კვერნაძე, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-6 შეხვედრას ჩაატარებს.

ნეაპოლური გუნდის სათადარაგოთა სკამზეა ხვიჩა კვარაცხელია, ძირითად თერთმეტეულში არ არიან ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, ალექს მერეტი, სტანისლავ ლობოტკა და მატეო პოლიტანო.

ამ წყვილიდან მომდევნო ეტაპზე გასული გუნდი, მეოთხედფინალში ტურინის ,,იუვენტუსისა'' და ,,სალერნიტანას'' წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები