ნაპოლი ლუკაკუსთან სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა
ფაბრიციო რომანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" რომელუ ლუკაკუს მიმართ გეგმებს არ ცვლის. როგორც იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, ნეაპოლელებმა ბელგიელ ფორვარდთან სამწლიანი კონტრაქტზე შეთანხმდნენ. დე ლაურენტისს ახლა მხოლოდ ის დარჩენია, რომ ეს ყველაფერი გაოფიციალურდეს.
რაც შეეხება ოსიმენს, მას კვლავ "პსჟ-ში" გადასვლა სურს. თავის მხრივ, პოზიციას არ ცვლის პარიზული კლუბიც. "პარი სენ-ჟერმენი" "ნაპოლის მიერ შემოთავაზებული თანხის გადახდას და ტრანსფერში კანგ-ინ ლის ჩართვას არ აპირებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოსიმენი მოიცდის.
🚨🔵 Napoli are not changing their plans on Romelu Lukaku, after three-year deal agreed they want to proceed as soon as possible.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 24, 2024
Victor Osimhen still wants PSG, deal in stand-by as PSG won't pay the clause or include Kang-in Lee in the deal... but Osimhen keeps waiting. pic.twitter.com/3IOxVVWPdO
გასულ სეზონში ოსიმენმა ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.