Belive

"კვარაცხელიას ნებისმიერ გუნდში თამაშის პოტენციალი აქვს, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - სანიოლი ქართველ ტალანტზე საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემის, მათ შორის ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა.
"არ მსურს, კვარაცხელიას რჩევა მივცე, რადგან ეს მისი კარიერაა და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. 20 წლისაა, მაგრამ მზად არის საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობ, ხალხს ამის მოსმენა არ გაუხარდება, მაგრამ ზედმეტი მოლოდინები ხვიჩაზე ზედმეტ წნეხს იწვევს. ქართული არ ვიცი, მაგრამ მის სახელი ტელევიზიასა და მედიაში ხშირად მხვდება. ხვიჩას კი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სიმშვიდე სჭირდება. რაც შეეხება მის სათამაშო დონეს – კვარაცხელიას აქვს პოტენციალი, ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მანამდე გუნდთან და მწვრთნელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და განვითარებისთვის ბევრი მუშაობა სჭირდება. კვარაცხელიას ყაზანში გაუმართლა, რომ ისეთ ფანტასტიკურ სპეციალისტთან მუშაობს, როგორიც სლუცკია. მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი სლუცკის მადლიერი უნდა იყოს. მთავარია, რომ ახალ გუნდშიც მწვრთნელს ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდეს, ხვიჩასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდეს, რათა მეტი თავდაჯერებულობა შემატოს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ყაზანის "რუბინის" 20 წლის შემტევის შეძენით პრემიერ ლიგის ბინადარი "ლიდს იუნაიტედია" დაინტერესებული. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები