Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აღმოჩენა გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს  აღმოჩენად დასახელდა.

გამოცემა italpress-მა იტალიის სერია A-ს 20 მწვრთნელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 3 სხვადასხვა ნომინაციის გამოვლენა სთხოვა, ესენია: ჩემპიონატის აღმოჩენა - გუნდი და ფეხბურთელი და რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონატს.

ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელებს შორის სწორედ 21 წლის ქართველი ტალანტი გახდა. გამოკითხვაში 20-დან 17-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, ამ 17-დან კი მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი 10-მა დაასახელა. პასუხის გაცემისგან თავი ჟოზე მოურინიომ ("რომა"), მაურიციო სარიმ ("ლაციო") და რაფაელე პალადინომ ("მონცა") შეიკავეს.

ასევე, გუნდებს შორის აღმოჩენის სტატუსი სწორედ "ნაპოლის" ერგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. კვარას ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი" შემდეგ შეხვედრას “რომას” წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები