კვარაცხელიას გოლი, საგოლე პასი და უმაღლესი შეფასება Whoscored-სგან
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა 2 დაპირისპირების ჯამში 10:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.
დღევანდელ მატჩში პარიზული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
კვარა, რომელმაც Whoscored-სგან ყველაზე მაღალი, 10-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, ბურთს სულ 72-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 50-დან 41 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%), კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 15-დან 10 დუელი მოიგო.
ასევე ყველაზე მაღალი - 9.3 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მა, 8.1-ით კი - Flashscore-მა (უფრო მაღალი ქულა ბარკოლამ, მენდეშმა და რუისმა დაიმსახურეს).
მერვედფინალში ,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე ,,ლივერპული'' ან ,,ბარსელონა'' იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.
A great evening at the Parc des Princes with 7 goals against Brest! ❤️💙#UCL | #PSGSB29 ( 7-0) pic.twitter.com/QOqJsqiy8Q
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 19, 2025