Belive

კვარაცხელიას განახლებულმა კონტრაქტმა ფანები შოკში ჩააგდო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე, ხვიჩა კვარაცხელიამ თანხმობა განაცხადა და გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მაგრამ გულშემატკივრები მისი ახალი კონტრაქტის დეტალებით გაოცებულები დარჩნენ.

ქართველი გარემარბი სწრაფად ჩამოყალიბდა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემტევ მოთამაშედ, რომელმაც ნეაპოლური გუნდისთვის 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ნაპოლი" სერია A-ს 19 ქულით ლიდერობს და როგორც ჩანს, 1990 წლის შემდეგ, პირველ სკუდეტოს მოიპოვებს. ისინი ასევე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან და ზოგიერთი ექსპერტი, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად სწორედ ნეაპოლურ გუნდს მიიჩნევს.

ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გადასულმა ბიჭმა შეძლო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რის შემდეგაც მისი შეძენით "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულად დაინტერესდნენ.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია. სანტი აუნა ირწმუნება, რომ კვარა ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლითაც კლუბში 2028 წლამდე დარჩება.

გულშემატკივრები გაოგნებულები დარჩნენ იმით, თუ რას გამოიმუშავებს კვარაცხელია ახალი კონტრაქტის მიხედვით. ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი წლიური ხელფასი შეადგენს 4 მილიონ ევროს (ბონუსების ჩათვლით). ეს კი კვირაში დაახლოებით 67 000 ფუნტს უდრის.

სოციალურ ქსელში არაერთი გაბრაზებული ფანის კომენტარი იწერება. გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასით უკმაყოფილოები არიან და თვლიან რომ ქართველი შემტევი უკეთეს პირობებს იმსახურებს.

"4 მილიონი? პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს".

"ვიფიქროთ, რომ პრემიერ ლიგაში დიდი ექვსეულის ნებისმიერი კლუბი მას მინიმუმ ორმაგს ან თუნდაც სამმაგ ხელფასს ადვილად მისცემს. კვარა ასეთ დაბალ ანაზღაურებას არ იმსახურებს..."

"ეს არის ძალიან დაბალი ხელფასი ასეთი სუპერვარსკვლავისთვის..."

"კვირაში 67 ათასი ბონუსების ჩათვლით?!… გასაკვირი არ არის, რომ სერია A-ს ტოპ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა..."

"რა საშინელი კონტრაქტია. 5 წელი კვირაში 75-80 ათასი?! ამ ბიჭს კარგი აგენტი რომ ჰყოლოდა, მინიმუმ ორმაგი ექნებოდა..."

სხვა სტატიები