ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება არსენალთან მატჩში
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
,,პსჟ-ის'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ხვიჩამ Whoscored-სგან 7,1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა კარისკენ ერთხელ დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა. კვარამ 21-დან 9 დუელი მოიგო და 18-დან 15 ზუსტი გადაცემა გააკეთა (83%).
6,8 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მა, 7,2-ით კი - Flashscore-მა.
,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი'' იქნება.